Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდა იტალიის პრემიერ-მინისტრის სასამართლო პროცესი


მილანში განახლდა იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის სასამართლო პროცესი. ბერლუსკონის ბრალად ედება სქესობრივი კავშირის დამყარება არასრულწლოვან პროსტიტუტთან. თავად პრემიერ-მინისტრი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მისმა ადვოკატებმა წარმოადგინეს საჩივრები რამდენიმე საპროცედურო საკითხზე. პროცესი განახლდა მას შემდეგ, რაც ბერლუსკონის პარტიამ მარცხი განიცადა ამასწინანდელ ადგილობრივ არჩევნებში. მიმომხილველთა შეფასებით, სექსუალურმა სკანდალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა პრემიერის რეპუტაციას.
XS
SM
MD
LG