Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლულია პაკისტანელ ტერორისტთა ერთ-ერთი ლიდერი ილიას ქაშმირი


პაკისტანის პროვინცია ვაზირისტანში წუხელ ამერიკის უპილოტო საფრენი აპარტიდან განხორციელებული იერიშის შედეგად მოკლულია პაკისტანელ ტერორისტთა ერთ-ერთი ლიდერი ილიას ქაშმირი. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა პაკისტანის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა. ილიას ქაშმირი ხელმძღვანელობდა დაჯგუფება „ჰარკატულ ჯიჰად ალ-ისლამს“, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული „ალ-ყაიდასთან“. ქაშმირი ითვლება რამდენიმე მსხვილი ტერაქტის ორგანიზატორად ავღანეთში, ინდოეთსა და პაკისტანში. მისი სახელი რამდენჯერმე იქნა ნახსენები ოსამა ბინ ლადენის შესაძლო მემკვიდრის სახით.
XS
SM
MD
LG