Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საგანგებო შეხვედრას მართავს იკოლის ბაქტერიის გავრცელების გამო


ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრები დღეს საგანგებო შეხვედრას მართავენ ევროპაში იკოლის ბაქტერიის გავრცელების გამო ბოსტნეულის მწარმოებელთა დაზარალების პრობლემაზე მოსალაპარაკებლად. ეპიდემიამ, სულ ცოტა, 22 ადამიანი შეიწირა, უმრავლესობა გერმანიაში. ოფიციალური პირების განცხადებით, ლუქსემბურგში დაგეგმილი შეხვედრის დროს იმსჯელებენ შესაძლო ფინანსურ დახმარებაზე ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის, რომლებსაც უჭირთ პროდუქტის გაყიდვა მომხმარებლებში გავრცელებული შიშის გამო. ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, ნიდერლანდი, გერმანია და ბელგია, ბევრი ფერმერი დააზარალა ექსპორტის მკვეთრად შეზღუდვამ. გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ეპიდემიის წყარო უცნობი რჩება მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ გერმანიის ერთ-ერთი ფერმაში მოყვანილი საეჭვო ღივების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ ღივებით არ გავრცელებულა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მეტად სახიფათო იკოლის ბაქტერია.
XS
SM
MD
LG