Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში მოკლეს აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმების სავარაუდო ხელმძღვანელი


ოფიციალური პირების განცხადებით, სომალიში მოკლეს მამაკაცი, რომელიც კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოებზე 1998 წელს განხორციელებული თავდასხმების სავარაუდო ხელმძღვანელი იყო. კენიისა და სომალის მთავრობების წარმომადგენლების ინფორმაციით, ფაზულ აბდულა მოჰამედი მოგადიშუში მოკლეს. როგორც იუწყებიან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ალ-ყაიდისა და მისი მოკავშირეებისათვის მიყენებულ ძლიერ დარტმად მოიხსენია ფაზულის ლიკვიდაცია. ვარაუდობენ, რომ ფაზულ აბდულა მოჰამედი ალ-ყაიდის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ აფრიკაში. შეერთებულ შტატების მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში მოწყობილ აფეთქებებთან და სხვა ტერაქტებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG