Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში მომხდარ შეტაკებაში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


იემენის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სულ ცოტა, 10 ჯარისკაცი და 21 ექსტრემისტი - სავარაუდოდ, ალ-ყაიდის წევრები დაიღუპნენ შეტაკებაში, რომელიც დღეს მოხდა სამხრეთ იემენში, აბიანის პროვინციის ქალაქ ზინჯიბარში. ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ შეიარაღებული პირები, რომლებიც ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და ალყაშემორტმული ჯარისკაცები. სამხედრო წყაროები იუწყებიან კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ. მათი ცნობით, სამი სავარაუდო „ტერორისტი“ იქნა მოკლული, როცა შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს სამხედრო ბადრაგზე იმავე აბიანის პროვინციაში. იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება და მკურნალობას გადის ჭრილობების გამო, რომლებიც მიიღო მის რეზიდენციაზე განხორციელებული იერიშისას.
XS
SM
MD
LG