Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს შავ ზღვაში აშშ-ის კრეისერის შესვლის გამო


რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს შავ ზღვაში ამერიკულ ანტისარაკეტო კრეისერ „მონტერეის“ შესვლის გამო. კრეისერი მონაწილეობს უკრაინულ-ამერიკულ სამხედრო მანევრებში სახელწოდებით „სი ბრიზ 2011“. განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ, ნათქვამია, რომ შავ ზღვაში კრეისერის ყოფნა განიხილება რუსეთის უსაფრთხოების მიმართ მუქარად. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „იძულებული ვართ მოვახდინოთ იმის კონსტატირება, რომ ჩვენი შეშფოთება კვლავაც იგნორირებულია და ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე მოლაპარაკების საფარველის ქვეშ მიმდინარეობს სწორედ იმ ანტისარაკეტო კონფიგურაციის ფორმირება, რომლის სახიფათო შედეგების შესახებაც არაერთხელ გაგვიფრთხილებია ჩვენი ამერიკელი და ნატოელი მოკავშირეები. ამასთან, ეს ხდება დემონსტრაციულად, რუსეთისთვის თითქოს იმის ჩვენებით, რომ არავინ აპირებს ჩვენი აზრისთვის ანგარიშის გაწევას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა შავ ზღვაში ამერიკულ ანტისარაკეტო კრეისერ „მონტერეის“ შესვლასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG