Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ციხეში ჟურნალისტი გარდაიცვალა


ირანელი ოპოზიციონერების ვებსაიტებზე გავრცელებული ცნობით, ციხეში გარდაიცვალა ჟურნალისტი და უფლებადამცველი რეზა ჰოდა საბერი. ის ორი წლის წინ დააპატიმრეს, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლებიდან ცოტა ხნის შემდეგ. რეზა ჰოდა საბერი გულის შეტევით გარდაიცვალა, ციხეში პროტესტის ნიშნად გამოცხადებული შიმშილობის მეათე დღეს. ჩვენი რადიოს სპარსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, საბერი 50 წელს იყო გადაცილებული. ირანში 2009 წლის 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომლებსაც თეირანმა მკაცრი რეპრესიებით უპასუხა.
XS
SM
MD
LG