Accessibility links

”ეროვნულმა საბჭო”: ლაშა ჩხარტიშვილს ორჯერ დასჭირდა ექიმების დახმარება


”ეროვნულმა საბჭომ” დღეს განაცხადა, რომ მისი წევრი, კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილი 8-დღიანი შიმშილობის შემდეგ დასუსტებულია და გორის იზოლატორში ექიმების დახმარება უკვე ორჯერ დასჭირდა. ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც საპროტესტო აქციის გამართვის მცდელობისას თბილისში, 5 ივნისს დააკავეს, გორის იზოლატორში შიმშილობა 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გამოძიებისა და დაკარგულთა მოძიების მოთხოვნებით დაიწყო. ლაშა ჩხარტიშვილის, სახალხო კრების წევრის სოსო ჯაჭვლიანისა და 26 მაისს დაკავებული სხვა ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელმაც ხელისუფლება დაადანაშაულა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა დევნაში.
XS
SM
MD
LG