Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთი რუსეთს ძველ ვალს დაუბრუნებს


ალბანეთი დაიწყებს რუსეთისთვის 36 მილიონი დოლარის ოდენობის ძველი ვალის გადახდას. პრეზიდენტ ბამირ ტოპის ოფისის თანახმად, 50 წლისწინანდელი კრედიტის უკან დაბრუნება მომავალ წლებში მოხდება. ვალის პირველი ნაწილი, 1,36 მილიონი დოლარი რუსეთს ივნისის ბოლოს გადაერიცხება. ალბანეთმა საბჭოთა კავშირისგან ვალი 1960-იან წლებში აიღო, კომუნისტი ლიდერის ენვერ ჰოჯას მმართველობის პერიოდში.
XS
SM
MD
LG