Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი: რუსეთი მზადაა ვმო-ს წევრობისთვის


რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წელს გაწევრიანდება, თუ კვლავ არ დაიწყება პოლიტიკური თამაშები - ამის შესახებ პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია ბევრ სხვა დიდ, თუ პატარა ქვეყანაზე მეტადაა მზად ამ ორგანიზაციის წევრობისთვის, თუმცა მისგან ბევრ მიუღებელ დათმობას ითხოვენ. დმიტრი მედვედევის თქმით, თუ პარტნიორები მზად არ აღმოჩნდებიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის სამართლიანად ყოფნისთვის, ეს ცუდი სცენარი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთი შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელიც მოსკოვის დელეგაციის ცნობით, ივნისის ბოლოს უნდა განახლდეს.
XS
SM
MD
LG