Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობამ სერიოზულად დააზარალა საქართველოს რეგიონები


კოკისპირული წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ კვლავ სერიოზულად დააზარალა მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონები. დაიტბორა ასობით საცხოვრებელი სახლი და სახნავ-სათესი მიწები, დაზიანებულია საავტომობილო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიამ საფრთხე შეუქმნა ალავერდის ტაძრის გალავანსაც. რთული ვითარებაა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფშიც, სადაც ღვარცოფმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და გაანადგურა მიწის ნაკვეთები. კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შექმნა თბილისის გარეუბნებშიც. განსაკუთრებულად დაზარალდა გლდანი-ნაძალადევის რაიონი. სტიქიამ დააზიანა თბილისის წყლით მომარაგების კომპანიის სათავე ნაგებობა ღრმაღელეში, რის გამოც მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა. აღდგენითი სამუშაოების დასრულებას კომპანია დღის ბოლოსთვის ვარაუდობს.
XS
SM
MD
LG