Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა საფრანგეთის თანამშრომლობის მინისტრი დააჯილდოვა


ბათუმში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა თანამშრომლობის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ანრი დე რენკური. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, ფრანგ პოლიტიკოსს ორდენი გადაეცა წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მეგობრული კავშირების გამყარებაში. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოსთვის მთავარ პარტნიორს წარმოადგენს და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. მან ასევე გამოთვა სურვილი ორ ქვეყანას შორის კავშირები გაღრმავდეს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. თავის მხრივ, ანრი დე რენკურმა სააკაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დროს საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა.
XS
SM
MD
LG