Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო არ გამორიცხავს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში


ნატო აცხადებს, რომ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში კვირას განხორციელებულ საჰაერო იერიშს, შეიძლება მშვიდობიან მოსახლეობაშიც მოყოლოდა მსხვერპლი. ნატოს წარმომადგენელთა განცხადებით, ”იარაღის სისტემის გაუმართაობის” გამო ცეცხლი მიზანს აცდა. ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად კვირას 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - ორი ბავშვი დაიღუპა. ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ ”სინანულს გამოთქვამს უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო და დიდი ყურადღებით ახორციელებს იერიშებს”.
XS
SM
MD
LG