Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო რამდენიმე ათეულ სკოლას ამოწმებს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია რამდენიმე ათეული სკოლის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლას იწყებს. გენერალური ინსპექციის უფროსის, ირაკლი ანდრიაშვილის, განცხადებით ინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციების საქმიანობას შეისწავლის, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, იმ სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომლებმაც ცუდი აკადემიური მოსწრება აჩვენეს, ადმინისტრაციის და დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დაევალათ. თუ რომელიმე სამეურვეო საბჭო თავს აარიდებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, თავად სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამ პროცესს მეთვალყურეობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია გაუწევს.
XS
SM
MD
LG