Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებებმა 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ერაყში ორი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა დივანიის პროვინციის გუბერნატორის სახლის მახლობლად, რის შედეგადაც დაიღუპა 20-ზე მეტი და დაიჭრა 30-მდე ადამიანი. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. დივანია ცენტრალურ ერაყში მდებარეობს. ზოგი წყაროს ცნობით, აფეთქებები თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს. ჯერ არ იყო ცნობილი, არის თუ არა მსხვერპლს შორის თვით გუბერნატორი, სალამ ჰუსეინ ალვანი.
XS
SM
MD
LG