Accessibility links

logo-print

2012 წლისათვის აშშ ავღანეთიდან 33 000-ს სამხედროს გამოიყვანს


ამერიკა წლის ბოლომდე ავღანეთიდან 10 000-ს სამხედროს გამოიყვანს, მომავალ წელს კი - დამატებით 23 000-ს. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან თანმიმდევრობით და სტაბილურად გამოვლენ და 2014 წელს ქვეყანაში სრული კონტროლი გადაეცემა ავღანეთის ხელისუფლებას. ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ნაციონალურ შერიგებასთან დაკავშირებულ ყველა ინიციატივაში. ამჟამად ავღანეთში 100 000 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.
XS
SM
MD
LG