Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდმა ოცეულმა“ გამოაცხადა სურსათის ფასების მასტაბილიზებელი ზომები


„დიდმა ოცეულმა“ გამოაცხადა ზომები, რომლებიც ემსახურება მსოფლიოში სურსათის ფასების სტაბილიზაციას. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბრუნო ლე მერის განცხადებით, „დიდი ოცეულის“ სოფლის მეურნეობის მინისტრთა შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება გამჭვირვალე სისტემა სურსათით მომარაგების გზების გასაკონტროლებლად, იარსებებს სურსათის რეზერვი კრიზისის შემთხვევებისთვის და ჩამოყალიბდება სწრაფი რეაგირების მექანიზმი სურსათის მწარმოებელ ქვეყნებში გვალვის პრობლემასთან გასამკლავებლად. ენერგომომარაგების გაძვირებას 2008 წელს მოჰყვა სურსათის ფასების მატება, რამაც გაჭირვებაში ჩააგდო მილიონობით ადამიანი და საპროტესტო აქციები გამოიწვია ბევრ განვითარებად ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG