Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია გაზსადენებს მიჰყიდის რუსეთს


ბელორუსიის მთავრობა მზად არის, თავისი გაზსადენების ყველა აქცია 2,5 მილიარდ დოლარად მიჰყიდოს რუსეთის კომპანია „გაზპრომს“. მთავრობის განცხადებით, ბელორუსიის პირველი ვიცე-პრემიერი ვლადიმირ სემაშკო მოსკოვში იმყოფება „ბელტრანსგაზის“ დარჩენილი 50 პროცენტის გაყიდვის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. „ბელტრანსგაზის“ გავლით ხორციელდება ევროპაში „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის ექსპორტის 20-მდე პროცენტი. ამჟამად ბელორუსია მოცულია თავის პოსტსაბჭოთა ისტორიაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისით.
XS
SM
MD
LG