Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი სირიას პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სირიას მოუწოდებს თურქეთთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან უკან დახიოს სამხედრო ძალები, რადგან ძალების იქ ყოფნა კრიზისის ესკალაციის საფრთხეს ზრდის. კლინტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ ვითარებას თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილავს. ის სირიას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და პროვოკაციები რეგიონში. კლინტონის თქმით, სირიის მიერ სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდა თურქეთთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვარზე პოტენციური შეტაკების საფრთხეს ზრდის. თურქეთისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით განიხილეს შექმნილი ვითარება. სირიის ათასობით მოქალაქე სამხედრო ძალებისგან თავის დასაღწევად კვეთს თურქეთის საზღვარს.
XS
SM
MD
LG