Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტზე მხარი დაუჭირეს ხორვატიის გაწევრიანებას


ევროკავშირის სამიტზე მხარი დაუჭირეს ხორვატიის გაწევრიანებას, მაგრამ გააფრთხილეს ზაგრები, რომ უნდა გააგრძელოს ბრძოლა ფართოდ გავრცელებული კორუფციასთან. სამიტის ბოლოს მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხორვატია, სავარაუდოდ, შეძლებს, მიმდინარე თვეში დაასრულოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და დეკემბრისთვის ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამის შემდეგ ევროკავშირის ამჟამინდელი, 27-ვე წევრი ქვეყნის პარლამენტებმა უნდა მოახდინონ ხელშეკრულების რატიფიკაცია, რის შედეგადაც ოფიციალური სახე მიეცემა ევროკავშირში ხორვატიის წევრობას. ამ პროცესის დასრულება 2013 წლისთვის არის მოსალოდნელია. ევროკავშირის სამიტზე მიესალმნენ ასევე ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო სარდლის, რატკო მლადიჩის დაპატიმრებას სერბიაში და განაცხადეს, რომ სერბიამ მორიგი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG