Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათავისუფლებულია მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი


მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც 30-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული 26 მაისს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, წუხელ, გვიან ღამით გაათავისუფლეს. მსახიობი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში ბადრაგით გადაიყვანეს მცხეთის იზოლატორიდან, სადაც ჯაჭვლიანმა შიმშილობა გამოაცხადა პროტესტის ნიშნად. სოსო ჯაჭვლიანის გათავისუფლებას საავადმყოფოს ეზოში მეუღლე, ახლობლები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები ელოდებოდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ სოსო ჯაჭვლიანს უკანონოდ ჰქონდა შეფარდებული 30-დღიანი პატიმრობა და რომ ის ნამდვილი პატრიოტია. თავად სოსო ჯაჭვლიანმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და დეტალებზე შემდეგ ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG