Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში შეიქმნა ჯგუფი ექსტრემისტებთან საბრძოლველად


დაღესტანში შეიქმნა საგანგებო ჯგუფი, რომელსაც ექსტრემისტებთან ბრძოლა ევალება. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის განცხადებით, ჯგუფის შემადგენლობაშია 7 000-მდე ადამიანი, მათ შორის დაღესტნის მილიციის სპეცდანიშნულების რაზმების, შინაგანი ჯარების წარმომადგენლები, საგზაო-საპატრულო სამსახურის ეკიპაჟები. მინისტრის თქმით, წლის დასაწყისიდან დაღესტანში ჩადენილია „ტერორისტული ხასიათის“ 120-მდე დანაშაული, რაც 20 პროცენტით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
XS
SM
MD
LG