Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა დათანხმდა ხელისუფლების წინადადებებს


ხელისუფლების საარჩევნო წინადადებებს დათანხმდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკვე ისტორიის კუთვნილებაა ”ოპოზიციური რვიანი,” რომელმაც ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ნიკოლოზ ლალიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ინიციატივები სრულად არ პასუხობს ”რვიანის” მოთხოვნებს, ”მათი რეალიზებით პოლიტიკური პროცესი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.” ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ”რვიანის” გარდა მონაწილეობდნენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში და მის შეთავაზებას იზიარებენ, დღეს საღამოს 6 საათისთვის შეთანხმების ხელმოსაწერად მიიწვია იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვლმა.
XS
SM
MD
LG