Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი მზადაა, ევროპას დაეხმაროს ვალებით გამოწვეულ კრიზისში


ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს განცხადებით, პეკინი მზადაა, ევროპას დაეხმაროს ვალებით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად და, საჭიროების შემთხვევაში, იკისროს ევროზონის წევრი ზოგი სახელმწიფოს ვალების დაფარვა. ვენ ძიაბაომ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ასევე ევროს მიმართ ჩინეთის მხარდაჭერაზე. მისივე თქმით, ჩინეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს კონტრაქტებს, რომელთა ღირებულებაც 15 მილიარდ დოლარს აღემატება. ჩინეთი და გერმანია მსოფლიოში ეკონომიკის სიდიდით მეორე და მეოთხე ადგილებს იკავებენ და მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნები არიან.
XS
SM
MD
LG