Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია ერთიანი ეროვნული გამოცდების გასაშუქებლად ემზადება


დღეს, ნაშუადღევს, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნება. გამოცდების მედიაცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 30 ივნისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად საერთო სამაგისტრო გამოცდასა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს ჩაატარებს.
XS
SM
MD
LG