Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერის პოსტსაც დატოვებს


ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა აბჰისიტ ვეჯაჯივამ განაცხადა, რომ დატოვებს დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტს. ეს განცხადება მან საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ გააკეთა. არჩევნებში წარმატებას მიაღწია ოპოზიციურმა პარტიამ - „ფეუ ტაი“, რომელსაც ხელმძღვანელობს ინგლაკ შინაუატრა, ანტისამთავრობო მოძრაობა „წითელპერანგებიანის“ ლიდერის, ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თაქსინ შინაუატრას და. ის 44 წლის არის, ჯერ კიდევ ორი თვის წინ პოლიტიკაშიც არ იყო ჩართული, ახლა კი ტაილანდის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ხდება.
XS
SM
MD
LG