Accessibility links

logo-print

ოპოზიციური პარტიები „ქართული პარტიას“ სოლიდარობას უცხადებენ


„ქართული პარტიის" ხელმძღვანელობის ინფორმაციით, სამართალდამცავები ოფისში პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ბიძას ზურაბ გიგუაშვილს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ეძებდნენ. "მათ ჩხრეკის ოქმი არ წარმოუდგენიათ, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ეძებდნენ ზურაბ გიგუაშვილს, რომელიც თითქოსდა გაიქცა და მათი ოპერატიული ინფორმაციით, თითქოს ამ ოფისში იმალება. ჩხრეკას თავად პოლიციელები დათვალიერებას უწოდებდნენ, თუმცა, რომელი კარიც დაკეტილი დახვდათ და გასაღები არ ჰქონდათ, ძალით შეამტვრიეს", - აღნიშნა პარტიის წარმომადგენელმა სოფო ხორგუანმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში. მანამდე „ქართული პარტიის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხდება ფიზიკური ზეწოლა საპატიმროში მყოფი პარტიის წევრებზე და მათ ახლობლებზე. სუბარის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული გიორგი ჩიხლაძე იმდენად სცემეს, რომ საჭირო გახდა მისი გადაყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „ქართული პარტიის“ წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნასა და დაპატიმრებების ფაქტები დაგმეს „ეროვნულ საბჭოში“ გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, ასევე "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ და "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელმა გოგა ხაინდრავამ. სულ - 11-მა პოლოტიკურმა ორგანიზაციამ.
XS
SM
MD
LG