Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 27 ადამიანი შეიწირა


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 27 ადამიანი შეიწირა ორმა აფეთქებამ, რომლებიც მოეწყო მთავრობის შენობასთან ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტაჯიში. დაიჭრა 50-მდე ადამიანი. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა და კიდევ ერთი მოწყობილობა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.
XS
SM
MD
LG