Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ აღიარა ავღანეთში სამოქალაქო პირების დაღუპვის ფაქტი


ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ჯარების განცხადებით, მიმდინარე კვირაში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს შემთხვევით დახოცეს სამოქალაქო პირები და, ამასთან, მიმდინარეობს გამოძიება სხვა საჰაერო იერიშის შედეგად კიდევ ორი სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ ცნობის გამო. აისაფის (ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების) პრეს-მდივნის თქმით, აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში სამშაბათს ღამით მოეწყო საჰაერო იერიში, რომლის შედეგადაც მოკლეს რამდენიმე მეამბოხე, ისევე როგორც მათი ოჯახების რამდენიმე წევრი. ავღანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამ იერიშის შედეგად დაიღუპა 11 სამოქალაქო პირი, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოთხშაბათს კი პროტესტი გამოთქვეს ღაზნის პროვინციაშიც, საჰაერო იერიშის შედეგად ორი ახალგაზრდა მწყემსის დაღუპვასთან დაკავშირებით. აისაფი ამბობს, რომ მართლაც განახორციელა საჰაერო იერიში ღაზნის პროვინციაში, მაგრამ მოკლა ერთი ადამიანი - მეამბოხე, რომელიც ბომბის დამონტაჟებას ცდილობდა. აისაფის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება, რომელსაც ის აწარმოებს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.
XS
SM
MD
LG