Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში იხურება უდიდესი ტირაჟის მქონე გაზეთი


ბრიტანეთში იხურება უდიდესი ტირაჟის მქონე გაზეთი, ტაბლოიდი „News of the World”, რომლის ბოლო ნომერიც კვირას გამოვა. მიზეზია ტელეფონების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალი, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა გაზეთის პრესტიჟს. გამოცემის დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა მფლობელის, რუპერტ მარდოკის შვილმა, ჯეიმს მარდოკმა, რომელიც გაზეთის ევროპის განყოფილებას განაგებს. მისი თქმით, 168 წლიანი ისტორიის მქონე გაზეთის დახურვა გადაწყდა „უფროს კოლეგებთან“ კონსულტაციის შემდეგ. ტაბლოიდს აღიარებული აქვს, რომ უსმენდა პოლიტიკოსების, შოუბიზნესის წარმომადგენლებისა და სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირების სატელეფონო საუბრებს. მაგრამ ბოლო დღეებში გაზეთი დაადანაშაულეს იმაშიც, რომ უსმენდა უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვების, 2005 წლის 7 ივლისის ტერორისტის ნათესავებისა და ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ახლობელთა ტელეფონებს. გარდა იმისა, რომ სკანდალმა ზიანი მიაყენა გაზეთის პრესტიჟს, ათობით კამპანიამ უარი თქვა მასში რეკლამის განთავსებაზე. „მერდოკმა „სკაი ნიუსს“ უთხრა, რომ კომპანია არ ეთანხმებოდა გაზეთის პრაქტიკაში არსებულ მეთოდებს: „სინანულს განვიცდი. ცხადია, რომ ზოგიერთი პირის მეთოდები არ შეესაბამებოდა იმ ჟურნალიზმის სტანდარტებსა და ხარისხს, რომლისაც ჩვენ გვაწმს, მე მწამს და კომპანიას სწამს“. ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ სკანდალმა მას შოკი მოგვარა.
XS
SM
MD
LG