Accessibility links

სახალხო დამცველი ფოტოკორესპონდენტების საქმის შესახებ


საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, რომ ”გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ მოხდეს საქმის სხვა მასალებისაგან იმ დოკუმენტების გამიჯვნა, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.” 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატი იტყობინება, რომ მისმა წარმომადგენლებმა წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამი ფოტოგრაფი – ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე მოინახულეს და ციხის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით პრეტენზიები არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს. „გ.აბდალაძე და ზ.ქურციკიძე ითხოვენ მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გასაჯაროებას და აღნიშნული მოთხოვნით გ.აბდალაძე აგრძელებს შიმშილობას“, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა. ამავე განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს.
XS
SM
MD
LG