Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის წარმომადგენლები ჯონ ბასს შეხვდნენ


აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლიანად გამოძიებას ითხოვს. ეს განცხადება კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ, 12 ივლისს ჯონ ბასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატორი თავად ელჩი იყო. "ჩვენი პოზიცია უცვლელია, მოვითხოვთ საქმის გასაჯაროვებას და მედიის წარმომადგენლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და შეერთებული შტატების ელჩის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ჯონ ბასი ითხოვს, რომ ფოტოკორესპონდენტების საქმის გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, გამჭვირვალედ და სამართლიანად", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. დღეს საღამოს, ჟურნალისტების ინიციატივით დაკავებული ფოტოკორესპონდენტების მიმართ სოლიდარობის გამომხატველი კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იგეგმება. აქცია 19 საათზე პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.
XS
SM
MD
LG