Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასანჟი ასაჩივრებს ბრიტანეთიდან ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას


ინტერნეტპორტალ ვიკილიკსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელსაც ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვედეთში ექსტრადიცია მოელის, დღეს გამოცხადდა უზენაეს სასამართლოში, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. ექსტრადიცია მიზანშეწონილად მიიჩნია ლონდონის უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლომ მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არადამაჯერებლად ჩათვალა ასანჟის ადვოკატის არგუმენტი, რომ მის კლიენტს შვედეთში უსამართლო პროცესი მოელის. უზენაეს სასამართლოში დღეს გამოცხადებით, ასანჟი უკვე მეორედ ცდილობს ექსტრადიციის თავიდან აცილებას. ის დეკემბერში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ორმა შვედმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში. ასანჟი ბრალდებას უარყოფს. ასანჟს ბრალდებები წაუყენეს ვიკილიკსის გარშემო დიდი სკანდალს ფონზე. სკანდალი გამოიწვია აშშ-ის დიპლომატიური ფოსტის გასაიდუმლოებული მასალების გამოქვეყნებას. ასანჟი ირწმუნება, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
XS
SM
MD
LG