Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EPA-ს დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლის დღე უცნობია


ევროპის პრესფოტო სააგენტოს, EPA-ს ფოტოჟურნალისტის, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ EPA-ს დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლის თასრიღი უცნობია და რომ სავარაუდოდ, ეს ამ კვირაში მოხდება. მან განმარტა, რომ დელეგაციის ჩამოსვლა გადაიდო, ვინაიდან ისინი ზურაბ ქურციკიძესთან დაკავშირებით მასალებს აგროვებენ, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოიტანონ. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, EPA-ს დელეგაცია საქართველოში დღეს უნდა ჩამოფრენილიყო.
XS
SM
MD
LG