Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის პოლიციის უფროსი გადადგა


”სკოტლანდ იარდის” შეფი პოლ სტივენსონი კვირას თანამდებობიდან გადადგა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავშირი ჰქონდა რუპერტ მერდოკის მედია-ორგანიზაციებთან და რომ სტივენსონის უწყება არაკეთილსინდისიერად იძიებს გაზეთ "News of the World"-ის თანამშრომლეთა მიერ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის საქმეს. სტივენსონის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც News International-ის ყოფილი ხელმძღვანელი რებეკა ბრუკსი დააკავეს. მას ბრალი სატელეფონო საუბრების მოსმენასა და პოლიციის მოსყიდვაში ედება. ”სკოტლანდ იარდის” ყოფილი უფროსი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მისი ჟურნალისტებთან კავშირის შესახებ. პოლ სტივენსონს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ ლონდონის პოლიციამ გაკრვეული ხნის წინ სამსახურში აიყვანა ”News of the World”-ის რედაქტორის ყოფილი მოადგილე ნილ უოლისი, რომელიც ხუთშაბათს დააკავეს.
XS
SM
MD
LG