Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი გენერალი ჯონ შალიკაშვილი


შაბათს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის გადამდგარი გენერალი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ჯონ შალიკაშვილი. მამით ქართველი და დედით პოლონელი შალიკაშვილი, რომელიც 1936 წელს დაიბადა პოლონეთში, მოგვიანებით აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის პირველი თავმჯდომარე იყო, რომელიც ამერიკის ფარგლებს გარეთ დაიბადა. ეს თანამდებობა მან 1997 წელს დაიკავა, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, რომელმაც ის პრეზიდენტის მშვიდობის მედლით დააჯილდოვა. მანამდე შალიკაშვილი ნატოს ჯარების მთავარსარდალი იყო ევროპაში. „აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მაღალი შეფასება მისცა ჯონ შალიკაშვილის დამსახურებას: „შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ჭეშმარიტი ჯარისკაცი და სახელმწიფო მოღვაწე, რომლის გამორჩეული ბიოგრაფია წარმოაჩენს ამერიკის დაპირებას და უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლებიც ღიაა მათთვის, ვინც მის მსახურებას აირჩევს,“ ნათქვამია ობამას განცხადებაში.
XS
SM
MD
LG