Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის განცხადებით მისი კარიერა დამთავრდა


ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის განცხადებით, მისი როგორც ფოტორეპორტიორის კარიერა ცუდად, მაგრამ დამთავრდა. გაზეთ "კვირის პალიტრის" მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აბდალაძე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულს ვერაფერს იტყვის, თუმცა, განცდილი არასდროს დაავიწყდება. ”როდესაც გეუბნებიან, რომ გათავისუფლებენ, ციხეში მყოფი ამ დროს გაკვირვების უნარს კარგავ და კითხვა აღარ გიჩნდება, რატომ დაგიჭირეს, ან რატომ გათავისუფლებენ” - განუცხადა ”კვირის პალიტრას” გიორგი აბდალაძემ. შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით 7 ივლისს დაკავებული 4 ფოტორეპორტიორი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან 22 ივლისს გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG