Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა რუსეთში მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებული პირები


შეერთებული შტატების მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზების შავ სიაში შეიყვანა ათობით რუსი ოფიციალური პირი, დაკავშირებული მოსკოვის ციხეში ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან. მაგნიტსკი საინვესტიციო ფონდ „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ ადვოკატი იყო და კორუფციაში ადანაშაულებდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებს. მან 11 თვე დაჰყო წინასწარი დაკავების საპყრობილეში და 2009 წელს გარდაიცვალა. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ დღევანდელ ნომერში აშშ-ის ადმინისტრაციის დოკუმენტებზე მითითებით დაასკვნიან, რომ არსებობს შავი სია და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს მიღებული აქვს ზომები, რომ რუსეთში მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებულ 60 პირს არ მიეცეს შეერთებულ შტატებში ჩასვლის უფლება. მაგნიტსკი თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ ციხეში მაგნიტსკის განზრახ არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება, რათა საბოლოოდ გაეჩუმებინათ.
XS
SM
MD
LG