Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში განიხილავენ 22 ივლისის თავდასხმებზე პოლიციის რეაქციას


ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნორვეგიაში განიხილავენ, რამდენად ადეკვატური იყო პარასკევს, 22 ივლისს მოწყობილ თავდასხმებზე პოლიციის რეაქცია და უშიშროების ზომები. სტოლტენბერგის თქმით, განხილვა დაიწყება თავდასხმების შედეგად დაღუპული, სულ ცოტა, 76 ადამიანის გლოვის დასრულების შემდეგ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის მიესალმება უშიშროების საკითხებზე მიმდინარე დებატებს და სჯერა, რომ თავდასხმებს მოჰყვება ნორვეგიელების პოლიტიკური გააქტიურება. სამშაბათს ნორვეგიის პოლიციამ გამოაცხადა, რომ იპოვა და გაანადგურა ასაფეთქებელი მოწყობილობების საცავი ფერმაში, რომელიც დაქირავებული ჰქონდა ანდერს ბერინგ ბრეივიკს - პარასკევის თავდასხმებში ბრალდებულ ნორვეგიელ მამაკაცს. ბრეივიკის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი, როგორც ჩანს, „შეურაცხადია“.
XS
SM
MD
LG