Accessibility links

logo-print

ქაიროში მუბარაკის პროცესი იწყება


ქაიროში დღეს იწყება სასამართლო პროცესი ეგვიპტის ექს-პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის საქმესთან დაკავშირებით. მას ბრალი ედება კორუპციასა და ამა წლის თებერვალში ასობით მომიტინგის სიკვდილთან კავშირში. მაშინ, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, მუბარაქი იძულებული გახდა გადამდგარიყო. მუბარაქის გარდა სასამართლოს წინაშე წარდგებიან მისი ორი შვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და კიდევ 6 ყოფილი მაღალჩინოსანი. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯა ემუქრება.
XS
SM
MD
LG