Accessibility links

logo-print

ლიბიელი ისლამისტები უარყოფენ ცნობას კადაფისთან ალიანსის შესახებ


აღმოსავლეთ ლიბიაში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ისლამისტების ლიდერმა ალის სალაბიმ უარყო ცნობა, რომლის თანახმადაც, ისლამისტი მეამბოხეები მუამარ კადაფის ოჯახის მოკავშირეები გახდნენ. კადაფის შვილმა, სეიფ ალ-ისლამმა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კადაფების ოჯახმა ალიანსი დაამყარა ისლამისტ მეამბოხეებთან, რათა ქვეყნიდან გააძევოს მუამარ კადაფის 40-წლიანი მმართველობის მოწინააღმდეგე მეამბოხეების სეკულარული ნაწილი. ალი სალაბიმ „უსაფუძვლო“ უწოდა კადაფის შვილის განცხადებას, თუმცა აღიარა სეიფ ალ-ისლამთან საუბრის ფაქტი. ლიბიელი მეამბოხეები, რომელთა შორის ისლამისტებიც არიან, აცხადებენ, რომ ერთად იბრძვიან, რათა დემოკრატიული მთავრობა შექმნან კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG