Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დევნილები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უნდა უზრუნველყოს მთავრობამ”


ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დევნილთა იძულებით გამოსახლება და ისინი ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გაიმეოროს იგივე შეცდომები, როგორიც შარშან ზაფხულსა და წელს იანვარში იყო დაახლოებით ათასი ოჯახის თბილისიდან რეგიონებში განსახლებისას. „ამნესტი ინტერნეიშნელის" შეფასებით, საქართველომ დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობის მიუხედავად, დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და ბევრი იძულებით გადაადგილებული პირის მდგომარეობა გააუარესა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლავ მოუწოდა სეპარატისტულ მთავრობებს, პატივი სცენ დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.
XS
SM
MD
LG