Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელის მიერ ახალგაზრდის მოკვლას ტოტენჰემში არეულობა მოჰყვა


ბრბომ დღეს ბენზინიანი ბომბები დაუშინა პოლიციასა და ორ საპატრულო მანქანას ტოტენჰემში, ჩრდილოეთ ლონდონში, სადაც ძალადობის შედეგად რვა პოლიციის ოფიცერი ჰოსპიტალიზებულია მიღებული დაზიანებების გამო. პოლიცია ცდილობს აღადგინოს წესრიგი და დაშალოს გაავებული ბრბო, რომელმაც გადაწვა ავტობუსი და ცეცხლი წაუკიდა რამდენიმე შენობას. არეულობაში 300-მდე ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. ისინი მწყობრიდან გამოიყვანა პოლიციელის მიერ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობამ. ტოტენჰემი ინგლისის ყველაზე შფოთიან ადგილად ითვლება, სადაც ხშირად ხდება სხვადასხვა დაპირისპირება პოლიციასა და რასისტულად განწყობილ ახალგაზრდებს შორის.
XS
SM
MD
LG