Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია ფარულ სატელეფონო აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა


ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და მერე საპროცესო გარიგებით გათავისუფლებული ერთ-ერთი ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ადვოკატი უფლებადამცველ ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ რუსულ საინფორმაციო პორტალ სოროკა.ნეტ-ზე გამოქვეყნებული სატელეფონო აუდიოჩანაწერები საკმარისი მტკიცებულებაა იმისათვის, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით გაფორმებული საპროცესო გარიგება გააუქმოს და ბრალდებულები გაამართლოს. როგორც ბესელიამ ახალი ამბების სააგენტო“მედიანიუსს” განუცხადა, ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მათ საპროცესო გარიგების შესახებ შეთანხმება და აღიარებითი ჩვენებები დაკავებულებისაგან ადვოკატების გარეშე მოიპოვეს, რაც, ბესელიას თქმით, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია. “კერძოდ, მერაბიშვილი პირდაპირ აღიარებს, რომ ფოტორეპორტიორებისგან აღიარებითი ჩვენება მიიღეს ადვოკატების გარეშე. ფოტოგრაფებს წინასწარ ამეცადინებდნენ ამ ჩვენებების დამაჯერებლად კამერების წინ თხრობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ფორმალურად, ადვოკატს ასწრებდნენ დაკითხვის პროცესს“. ეკა ბესელიას თქმით, აუდიოჩანწერებით ისიც დასტურდება, რომ მიმდინარეობდა ვაჭრობა ბრალდებულ პოტორეპორტიორთან, როდესაც თავიდან სასჯელის შემსუბუქების, ხოლო შემდეგ უკვე გათავისუფლების დაპირებით იგი აიძულეს, რომ საპროცესო გარიგება დაედო. რუსულ ინტერნეტგამოცემა სოროკა.ნეტით საქართველოს ხელისუფლების წევრთა ფარული სატელეფონო ჩანაწერები შაბათს გამოქვეყნდა. მათზე საქართველოს ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG