Accessibility links

logo-print

თურქეთი მოითხოვს სირიაში ძალადობისთვის ბოლოს მოღებას


თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, აჰმეთ დავუთოღლუმ სირიას მოუწოდა, ბოლო მოუღოს ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამ მოწოდებით მან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მიმართა დღეს დამასკში გამართულ შეხვედრაზე. აქტივისტების და უფლებადამცველების მონაცემებით, სირიაში 1700-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში დაიწყო საპროტესტო აქციები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. თურქეთი არის სირიის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ორ ქვეყანას 850-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ჯარებმა, სულ ცოტა, ხუთი სამოქალაქო პირი მოკლეს ქალაქ ჰამის მიმდებარე სოფლებში მოწყობილი რეიდებისას.
XS
SM
MD
LG