Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი აისაფი (ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები) აცხადებს, რომ მისი ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთში, გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. სხვა დეტალების შესახებ არაფერს იუწყებიან. ამასობაში, თალიბანმა გაავრცელა ცნობა, რომ მებრძოლები, რომლებმაც გასული კვირის მიწურულს შეერთებული შტატების სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, ცოცხალი არიან. მანამდე შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს, საჰაერო იერიშის შედეგად იქნენ ლიკვიდირებული მეამბოხეები, რომლებსაც ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა 5 აგვისტოს ვერტმფრენის ჩამოგდებაზე და, შედეგად, 30 ამერიკელი ჯარისკაცის, შვიდი ავღანელი სამხედრო მოსამსახურისა და ავღანელი თარჯიმნის დაღუპვაზე. მაგრამ თალიბანის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ 5 აგვისტოს იერიშზე პასუხისმგებელი პირები არ მოუკლავთ - ისინი არ იყვნენ ოთხ მებრძოლს შორის, რომლებიც დაიღუპნენ ორშაბათს ამერიკელების საჰაერო დარტყმის შედეგად.
XS
SM
MD
LG