Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ხუთშაბათს ნატოს შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს განცხადებით, ავღანეთში ხუთშაბათს დაიღუპა უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (აისაფის) შვიდი სამხედრო მოსამსახურე. დაღუპულებს შორის არის ფრანგი ჯარისკაცი, რომელიც, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთში მდებარე კაპისის პროვინციაში შეიწირა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებამ. ხუთშაბათს დაღუპულების უმრავლესობა ამერიკელები არიან - ხუთი მოკლა სამხრეთ ავღანეთში მოწყობილმა აფეთქებამ.
XS
SM
MD
LG