Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტინ ლაგარდი კრიზისის გრძელვადიან გადაჭრას ემხრობა


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად შემცირებამ შეიძლება შეაფერხოს მსოფლიო ეკონომიკის განვითარება. ”ფაინენშელ ტაიმსის” დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ, რომ სსფ მოუწოდებს განვითარებულ, თუმცა, ვალებით დატვირთულ ქვეყნებს, პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში გადაჭრან და საბიუჯეტო ხარჯების შემცირება გადასახადების ზრდას შეუთავსონ. ”მკვეთრად დამუხრუჭება ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუშლის ხელს და გააუარესებს სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივას” - წერს ლაგარდი.
XS
SM
MD
LG