Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ორი ადამიანი „ბულგარიას“ ჩაძირვასთან დაკავშირებით


რუსეთში დააკავეს ტრანსპორტის უწყების ორი თანამშრომელი, მდინარე ვოლგაზე გემ „ბულგარიას“ ჩაძირვასთან დაკავშირებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ტრანსპორტის უწყების მაღალჩინოსნები დაუდევრობაში არიან ეჭვმიტანილი. გამოძიების მონაცემებით, ამ ორი პირის გადაწყვეტილებით მიეცა უფლება არენდატორ კომპანიას, რომ სამგზავრო რეისებისათვის გამოეყენებინა „ბულგარია“. თბომავალი წელს, 10 ივლისს ჩაიძირა ვოლგაზე, რამაც 122 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG