Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციების გამო განაწყენებული მინსკი აშშ-თან ურანის თაობაზე შეთანხმებიდან გამოსვლას გეგმავს


ბელორუსიამ გამოაცხადა, რომ ის შეაჩერებს გეგმას, რომლის თანახმად, მას მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი უნდა გაენადგურებინა, როგორც ამაზე აშშ-თან შეთანხმდა. მინსკის ნაბიჯი პასუხია მის მიმართ ვაშინგტონის მიერ დაწესებულ საქნციებზე. აშშ-მა აგვისტოში ახალი სანქციები დაუწესა ბელორუსიის ოთხ ფირმას ბელორუსიის მთავრობის მიერ ოპოზიციის მოქმედების ჩახშობის ფონზე. შარშან დეკემბერში აშშ და ბელორუსია მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის განადგურების საქმეში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG